"ოცნებისა" და რუსეთის ხელისუფლების ინტერესები თანხვედრაშია - გახარიას გუნდი

03.08.23 12:56
"ოცნებისა" და რუსეთის ხელისუფლების ინტერესები თანხვედრაშია  - გახარიას გუნდი

პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი მარია ზახაროვას განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" და რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა. 

დეპუტატის თქმით, "ქართული ოცნების" რიტორიკის შედეგად ქვეყანა დასავლეთს შორდება და მარტო რჩება რუსეთთან. ა

"ქართული ოცნება" დაკავებულია ჩვენი მეგობრების და მოკავშირეების ლანძღვა- გინებით და ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" და ამასთანავე რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა. "ოცნება" გვაშორებს დასავლეთს და საქართველოში ამის პარალელურად რუსული გავლენები იზრდება. პარტნიორებთან და მეგობრებთან კონფრონტაციაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ვრჩებით მარტო.

სამწუხაროდ, იდენტური მესიჯები და მსგავსი საუბრები გარკვეულწილად იმასაც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც დონეზე ინტერესებიც თანხვედრაშია. სხვაგვარად გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთი და იმავე "მესიჯბოქსით" გვესაუბრებოდეს ჩვენი ხელისუფლება და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და სამთავრობო პროპაგანდისტები," - განაცხადა დაუშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ ბათუმში გამართული ანტირუსული აქცია დასავლეთის შეკვეთილი იყო. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები საქართელოს მსოახლეობას არ წარმოადგენენ და ქვეყნის შიგნით აღნიშნულ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. 

მსგავსი სიახლეები