რუსებო, რატომ მიდიხართ საქართველოში და რატომ მიგაქვთ ფული? - რუსი ჟურნალისტი
რუსი პროპაგანდისტი, ოლგა სკაბეევა ბათუმში გამართულ ანტირუსულ აქციას ეხმაურება - ჟურნალისტი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, აღარ იმგზავრონ საქართველოში.
რუსებო, რატომ მიდიხართ საქართველოში და რატომ მიგაქვთ იქ თქვენი ფული? ამდენი შეურაცხყოფა და სიბინძურე რუსი ტურისტების მიმართ, ისინი კი რატომღაც აგრძელებენ ამ დამნაშავე რეჟიმის დაფინანსებას"- ამბობს სკაბეევა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ ბათუმში გამართული ანტირუსული აქცია დასავლეთის შეკვეთილი იყო. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები საქართელოს მსოახლეობას არ წარმოადგენენ და ქვეყნის შიგნით აღნიშნულ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია.