"დაქირავებულები" - ინჯია ანტირუსული აქციის მონაწილეებზე

03.08.23 14:18
"დაქირავებულები" - ინჯია ანტირუსული აქციის მონაწილეებზე

ფრიდონ ინჯია ბათუმში სოჭიდან რუსი ტურისტებით შემოსული გემის გასაპროტესტებლად მისულებს "დაქირავებულებს" უწოდებს. 

„მართლაც უხერხულია 150 კაცის გამოსვლა გაასაღო და მთელი ხალხის, მოსახლეობის სახელით ილაპარაკოს 150- მა დაქირავებულმა,"- განაცხადა "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა. 

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს ენმ-ს აქტივისტები უწოდა. 

რაც შეეხება კრემლს, მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ ბათუმში გამართული ანტირუსული აქცია დასავლეთის შეკვეთილი იყო. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები საქართელოს მსოახლეობას არ წარმოადგენენ და ქვეყნის შიგნით აღნიშნულ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები