აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი ძალაში შევიდა

03.08.23 14:52
აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი ძალაში შევიდა

აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი ძალაში შევიდა. ახალ პროტოკოლს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოაწერა.

იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოზე გაიდლაინების ეროვნულმა საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი 25 ივლისს დაამტკიცა. სამინისტროში მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ 2023 წელს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მკურნალობაში ჩაერთვებიან.

პირველ ეტაპზე მკურნალობაში ჩაერთვება 5-6 ბავშვი, რომლებსაც ასაკის გამო ცოტა დრო აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ მათზე პრეპარატმა ეფექტურად იმოქმედოს. 

მსგავსი სიახლეები