სასამაართლო განჩინება თავზე დამახიეს! - აბიტურიენტის დედა შიმშილობას განათლების სამინისტროსთან განაგრძობს
აბიტურიენტის დედამ, რომელმა ეროვნული საგამოცდო ცენტრის შენობასთან გუშინ მიმშილობა დაიწყო, განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლა.
ინგა ბაშიროვი "ტვ პირველს" ეუბნება, რომ სამთავრობო უწყებებიდან არავინ გამოხმაურებია.
სასამაართლო განჩინება თავზე დამახიეს! ერთია, რომ არ მეძლევა საშუალება, ჩემი კონსტიტუციური უფლებისთვის ვიბრძოლო და მეორე - იმ შემთხვევაშიც, როცა სასამართლო დადგა ჩემს მხარეს, NAEC-ს შეუძლია, უარი თქვას გადაწყვეტილების შესრულებაზე.
„სამთავრობო უწყებებიდან არავინ გამომხმაურებია, მიუხედავად იმისა, რომ მე მივმართე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს. მე საერთოდ არ მგონია, რომ რამე უფლებები მაქვს სიცოცხლის უფლების გარდა დღეს და ამას გამოვიყენებ“, - აცხადებს აბიტურიენტის დედა ინგა ბაშაროვი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უარს ამბობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე.
საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა. ირკვევა, რომ ახალგაზრდას რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულებაგამო.
ცნობისთვის, ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე.