"სულით მებრძოლი, პატრიოტი იყო" - გმირი არჩილ დევრისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
ქვეყანა კიდევ ერთ გმირს ემშვიდობება. უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. არჩილ დევრისაშვილი თბილისში ფრონიტის ხაზიდან ცოტა ხნის წინ ჩამოასვენეს.
რუსების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და მოქლაქეები დახვდნენ.
თავი გაწირა, ალბათ, სამშობლოს გულისთვის, რომ საქართველოს წინსვლა და კეთილდღეობა ყოფილიყო საქართელოსთვის,“ - ამბობს ოჯახის ახლობელი.
2008 წელსაც იბრძოდა ცხინვალში და იქაც მსახურობდა ომამდე. ისე ჩუმად წავიდა, არ ვიცოდით,“ - თქვა ოჯახის ახლობელმა.
სულით მებრძოლი, პატრიოტი იყო, მის ქვეყანაზე უზომოდ შეწყვარებული ბიჭი. ბახმუტში ჭურვის ანმსხვრევი მოხვდა და ადგილზევე გარდაიცვალა,“ - ამბობს დევრისაშვილის ჩამოსვენების გამო აეროპორტში მისული ერთ-ერთი მოქალაქე.
ქართველ მებრძოლს ახლა ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართბა. შაბათს კი მას კოჯორში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
35 წლის მებრძოლი ბახმუტში ოკუპანტების საარტილერიო თავდასხმას შეეწირა.