"მონა", "ლუზერები", "ერთი პატრონი ჰყავთ" - კალაძე ოპოზიციაზე
„ამ გაერთიანებებით არაფერი იცვლება, ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ ერთი ფრთის ქვეშ, ყოველთვის ჰყავდათ ერთი პატრონი,“ - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების საარჩევნოდ გაერთიანების შეფასებისას გააკეთა.
კახა კალაძე თვლის, რომ ოპოზიციურ პარტიებს ერთი პატრონი ჰყავს და მათი გაერთიანება ან რაიმე პლატფორმის შექმნა, არჩევნების შედეგს ვერ შეცვლის.
ამ გაერთიანებებით არაფერი იცვლება, ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ ერთი ფრთის ქვეშ, ყოველთვის ჰყავდათ ერთი პატრონები - შეიძლება მოგვევლინონ სხვადასხვა პარტიის სახით, შეიძლება რაღაც პლატფორმაზე გაერთიანდნენ, მაგრამ ეს არ ცვლის და ვერ შეცვლის შედეგს. ორი „ლუზერის“ გაერთიანება მოხდა, მხედველობაში მაქვს, ხაბეიშვილი და პატივცემული ვაშაძე. როგორ შეიძლება იფიქრონ ქვეყნის მომავალზე, როდესაც ის თვლის, რომ ჰყავს ბატონი,“ - ამბობს კალაძე.