ვისთან გაერთიანდება "ლელო" - ოპოზიციური პარტიის მთავარი კრიტერიუმები

03.08.23 15:42
ვისთან გაერთიანდება "ლელო" - ოპოზიციური პარტიის მთავარი კრიტერიუმები

"ლელო" პოლიტიკური ცენტრის ფორმირებას იწყებს და უმთავრესი პირობა პარტნიორებთან შინაარსობრივი თანხვედრის მიღწევაა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერებისთვის უმთავრესია, რომ ის პარტიები თუ პოლიტიკური ლიდერები, ვინც მათთან თანამშრომლობის გადაწყვეტილებას მიიღებენ, იდეური ერთობა არ ჰქონდეთ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობასთან".

კონკრეტულ სუბიექტებთან, რომლებიც დღეს არ არიან დაკავშირებული რომელიმე პარტიასთან, აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს. „ლელოს“ იდეა პოლიტიკური ცენტრის ფორმირებისა რჩება იგივე, რაც აქამდე იყო. ვთვლით, რომ ორპოლუსიანობა - ენმ-სა და „ქართულ ოცნებას“ შორის არის დამღუპველი ფორმულა, ამიტომ, „ლელო“ თანამშრომლობს ისეთ ადამიანებთან და პარტიებთან, რომლებიც ამ ორი ცენტრის გარშემო არ ერთიანდებიან. კონკრეტულად პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებები ჯერ არ მიდის, ჩვენთვის უმთავრესია, რომ შინაარსობრივად შევთანხმდეთ,“ - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები