მსჯელობს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერობის კანდიდატზე - თინა ბოკუჩავას განმარტება
"ნაციონალურ მოძრაობაში" პრემიერობის კანდიდატზე მსჯელობას უარყოფენ. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებამდე პარტია "გამარჯვების პლატფორმაში" შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად პრემიერობის კანდიდატსაც დაასახელებს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველზე იქნება.
მედიაში მუსირებს "გამარჯვების პლატფორმის" საერთო პრემიერობის კანდიდატის საკითხი, თუმცა, მინდა დაგიდასტუროთ, რომ ენმ-ში ამ საკითხზე განიოლვა არ მიმდინარეობს. არცერთ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს - პოლიტსაბჭოს და სამდივნოს, არ უმსჯელია. რაც შეეხება, საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც წინასაარჩევნოდ პარტია გამარჯვების პლატფორმაში შემავალ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად მიიღებს, ეს საბოლოო გადაწყვეტილება, ჩვენ ვთვლით, რომ უნდა მიიღოს ენმ-ს ამომრჩეველმა,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.