"ოცნების" ყოფილი მინისტრები და დეპუტატები გახარიასთან? - რას ამბობენ ექსპრემიერის გუნდში
პარტია "საქართველოსთვის" კონსულტაციებს "ქართული ოცნების" ყოფილ მინისტრებსა და დეპუტატებთან მართავს. გახარიას პარტიაში პირდაპირ ამბობენ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გაერთიანდებიან, თუმცა, ახალ სახეებს მათ რიგებში ამომრჩეველი იხილავს.
ახალ სახეებს შორის კი, დეპუტატ მიხეილ დაუშვილის თქმით, არ არის გამორიცხული იყვნენ "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნები.
ჩვენი პარტია არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან 2024-ის არჩევნებში არ ვერთიანდებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, თუნდაც იგივე ყოფილი "ოცნების" მინისტრები, მაღალი თანამდებობის პირები თუ დეპუტატები. საზოგადოებას მას შემდეგ გავაცნობთ, რაც მოლაპარაკებებს კონკრეტული შედეგები ექნება,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი.