ყველაზე ეფექტიანი პარტია ვართ და ზოგადად, პარლამენტარების სტანდარტი დავდეთ - რაქვიაშვილი

03.08.23 15:59
ყველაზე ეფექტიანი პარტია ვართ და ზოგადად, პარლამენტარების სტანდარტი დავდეთ - რაქვიაშვილი

პარტია "გირჩი" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ გეგმავს. სანდრო რაქვიაშვილის თქმით, "გირჩი" ყველაზე ეფექტიანი პარტიაა.

ჩვენ არ ვაპირებთ ასეთ გაერთიანებებში მონაწილეობას, არა იმიტომ, რომ გაერთიანებები თავისთავად ბოროტებაა, ზოგადად, ეს ძალიან საჭიროც შეიძლება იყოს. ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში ვერ ჩამოყალიბდა არცერთი იდეოლოგიური პარტია ჩვენ გარდა. ჩვენ ყველაზე ეფექტიანი პარტია ვართ პარლამენტში და ზოგადად, პარლამენტარების სტანდარტი დავდეთ, რომელიც ამ ქვეყანაში არ არსებობდა და იმედია, ამომრჩეველი ამას დააფასებს,“ - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.

მსგავსი სიახლეები