ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე - დაღუპულია ორი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევას მარნეული-სადახლოს გზაზე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.