შოვში მეწყერში მოყოლილი 16 ადამიანი შველას ითხოვს
სამაშველო ოპერაცია შოვში - სასტუმრო „სანსენტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის 6 ბავშვია. მოქალაქეები შველას ითხოვენ.
როგორც რაჭის გუბერნატორი ამბობს, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
როგორც "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეწყერის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ადგილზე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.