"ჯერჯერობით ცოცხლები ვართ" - ახალი მიმართვა სტიქიის ზონიდან
სტიქია რაჭაში - შოვში მყოფი მაია ფირცხალაიშვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მოქალაქე ამბობს, რომ სასტუმროში ვინც იყო ყველანი კარგად არიან.
მისივე თქმით, თანამშრომლები აკეთებენ სასწაულებს.
"ჯერჯერობით ცოცხლები ვართ" - ამბობს მოქალაქე ფეიბუქ ლაივში.
მისი თქმით, სამაშველო ვერტმფრენს ელოდებიან.