საქართველოდან რუსეთში ამერიკული ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი აიკრძალა
სანქციების ახალმა პაკეტმა რუსეთი, ფაქტობრივად, ავტომობილების გარეშე დატოვა. ოკუპანტ ქვეყნაში ამერიკული ავტომანქანების ექსპორტი ოფიციალურად აიკრძალა.
მოთხოვნა ვრცელდება საქართველოზეც- ევროკავშირის განკარგულებით, 1 აგვისტოდან ლარსიდან რუსეთში ამერიკული ავტომობილების გადაყვანა აკრძალულია და თუ ეს პირობა დაიღვევა, მაშინ ჩაითვლება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
საქართველო იძულებულია, შეუერთდეს ამ სანქციებს, იმიტომ, რომ ერთი მხირვ, გვაქვს 5 პრიოცენტიანი ბაზხარი რუსეთის და მეორე მხრივ, გვაქვს 95 პროცენტი. სასწორის პინაზე დევს - ან ვრჩებით და ვაგრძელებთ რუსეთთან ავტომობილებით ვაჭრობას და ვინარჩუნებთ 5 პროცენტს, მაგრამ ვკარგავთ 95 პროცენტს. ან პირიქით, ვინარჩუნებთ 95 პროცენტს და ვკარგავთ 5-ს. მაგრამ აქაც ერთი მომენტია, რომ რომც შევინარჩნოთ რუსული ბაზარი, ვერ ვხედავ აქ პრაგმატულ ნაბიჯს, იმიტომ, რომ რაც არის ბაზარზე ავტომობილები იმას ამოვყიდით. თუ იმპორტი შეიზღუდა და საერთოდ შემცირდა და გაჩერდა იმპორტი აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ფაქტობრივად, 2 მილიარდ ნახევარი მოცულობის ბაზარს მთლიანად ვკარგავთ,“ - ამბობს ალექსანდრე ნონიაძე.
ავტოიმპორტიორების თქმით, საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტის წილი 5 პროცენტს შეადგენს და სანქციების ამოქმედება ქვეყნის ბიუჯეტზე გავლენას ვერ მოახდენს.
რუსეთში, როგორც კი გაჩნდა დეფიციტი, შესაბამისად, ეს მოტხოვნა რომ დაკმაყოფილიყო, ამ ბაზრებმა ყაზახეთმა სომხეთმა დაიწყეს ალტერნატიული ბაზრების მოძიება და ყველაზე ახლო და მარტივი გზა, რა თქმა უნდა, საქართველო, ამან გაზარდა ცალსახად მოთხოვნა. საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის წილი იყო 5 პროცენტი, ესეც მთლიანად ქვეყანაზე და ბიზნესზე დიდ გავლენას არ მოახდენს, არ ველოდები რყევებს,“ - ამბობს ალექსანდრე ვეკუა.
23 ივნისს დამტკიცებული სანქციების პაკეტის მიხედვით, რუსეთში შესვლა 1 900 კუბურ სანტიმეტრზე მეტი მოცულობის მანქანებს და ყველა ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილს ეკრძალებათ.