იმედია, ვერტმფრენი მოგვისწრებს, სანამ მორიგი ტალღა დაიძვრება - მაია ფირცხალაიშვილი

03.08.23 18:08
იმედია, ვერტმფრენი მოგვისწრებს, სანამ მორიგი ტალღა დაიძვრება - მაია ფირცხალაიშვილი

მეწყერი რაჭაში - სასტუმრო სანსეტ შოვში ჩარჩენილი მოქალაქეები "დღის ამბებთან" ამბობენ, რომ ონიდან ვერტმფრენის ჩაფრენას სამი საათია, ელოდებიან.

მაია ფირცხალაიშვილის ინფორმაციით, სასტუმრო სანსეტ შოვის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 40 ადამიანია ჩარჩენილი, მათ შორის 12-მდე ბავშვია. 

ახლა მეუბნებიან, რომ ვერტმფრენი სამი საათის ლოდინის შემდეგ, მართლა ჩამოაღწევს. ერთ-ერთი ამბობს, რომ ონშია და იმედია, მოგვისწრებს, სანამ კიდევ ერთი ტალღა დაიძვრება,“ - ამბობს მაია ფირცხალაიშვილი.

მსგავსი სიახლეები