შევა თუ არა ენმ პარლამენტში - დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

30.05.21 10:41
 შევა თუ არა ენმ პარლამენტში - დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.  სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული. პოლიტსაბჭოს  დასრულების შემდეგ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, შევა თუ არა პარტია პარლამენტში. ენმ პარლამენტში 33 მანდატით შედის. არჩევნებში პარტიამ 36 მანდატი მოიპოვა, თუმცა 3-მა წევრმა ენმ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ციხიდან გამოსვლსი შემდეგ თქვა, რომ  პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე კონსულტაციებს და შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან გამართავდა. მელია  კონსულტაციებზე უკრაინაშიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა.

 

მსგავსი სიახლეები