როდის დაიწყება შოვის მიმართულებით გზის აღდგენა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება, - ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყება ვერ აზუსტებს კონკრეტულ დროს, როდის შეძლებს გზის აღდგენითი სამუშაოების დაწყებას. ამ დროისთვის კი მეწყრულ ზონასთან ხდება ტექნიკის მობილიზება.
სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და უმოკლეს ვადებში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. დამატებით ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით," - წერია განცხადებაში.