შოვიდან ევაკუაცია დაიწყო - მეწყრული ზონიდან გამოყვანილია 12 მოქალაქე
შოვიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის დახმარებით, ამ დროისთვის უკვე ევაკუირებულია 12 მოქალაქე, მათ შორის, 5 ბავშვია.
შოვში სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. სამაშველო სამუშაოები მხოლოდ ვერტმფრენის გამოყენებით მიმდინარეობს.
"სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე დღეს მეწყერი ჩამოწვა. მეწყრულ ზონაში 40-მდე მოქალაქეა ჩარჩენილი, მათ შორის არიან ბავშვებიც.
ფოტო: მთის ამბები