ვინ არის პასუხისმგებელი სართიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე
ვინ არის პასუხისმგებელი სართიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე - კომპანია, რომლის ობიექტზეც მძღოლი დაიღუპა, პასუხიმგებლობას იხსნის და უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში გარდაცვლილს ადანაშაულებს. თუმცა, კითხვებზე პასუხის გაცემა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებსაც მოუწევთ.
რატომ ჩამოინგრა მშენებარე ხიდი, რომელსაც ავტომობილის ძარა გამოედო - ვაზიანის პოლიციაში დაკითხვების სერიაა დაწყებული. გომელაურის უწყებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მშენებლობის ნორმებიც დარღვეული.
ჩამოინგრა კონსტრუქცია, რომლის მშენებლობაც, პრაქტიკულად, დასრულებული იყო. ტრაგედია სართიჭალაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც სატვირთო ავტომანქანა ხიდის ქვეშ გადიოდა. ძარა ხიდს გამოედო და 50-ტონიანი ბეტონის კონსტრუქცია ავტომობილს დაეცა. 55 წლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მისი ცხედრის ამოყვანას მაშველები 10 საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.