ახალი პროდასავლური გაერთიანება ოპოზიციაში - "პირველების" ინფორმაციით, „ლელო“ პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს

03.08.23 20:25
ახალი პროდასავლური გაერთიანება ოპოზიციაში - "პირველების" ინფორმაციით, „ლელო“ პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს

 

 

ოპოზიციაში ახალი პროდასავლური გაერთიანების კონტურები იკვეთება. „პირველების“ ინფორმაციით, კონსულტაციები აქტიურ ფაზაშია. „ლელო“ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს. ოპოზიციის ნაწილი მზად არის თანამშრობლობისთვის, თუმცა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. არ არის გამორიცხული ახალ გაერთიანებაში პარლამენტის  დამოუკიდებელი დეპუტატებიც ვიხილოთ. ეს ის პოლიტიკოსები არიან, ვისაც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა არ სურს.

კარი ღიაა და ველოდებით ყველას, ვისაც ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრება სურს - „ლელოში“ ამბობენ, რომ ორპულისიანობა დამღუპველია ქვეყნისთვის, ამიტომ აუცილებელია ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, სადაც ყველა ის ძალა გაერთიანდება, რომელიც მთავარ იდეოლოგიურ პრინციპებს იზიარებს. პოლიტიკური გადაჯგუფება ოპოზიციაში დაწყებულია და, დიდი ალბათობით, შემოდგომიდან უკვე ახალი კონფიგურაციის გაერთიანებაც შედგება.

მსგავსი სიახლეები