რუსეთში ავტომობილების ექსპორტი აიკრძალა - პუტინი რუს ჩინოვნიკებს ადგილობრივი წარმოების ავტომანქანებზე გადაჯდომას ურჩევს
პუტინი რუს ჩინოვნიკებს ეროვნული წარმოების ავტომანქანებზე გადაჯდომისკენ მოუწოდებს, სხვა გამოსავალი არც აქვთ. ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტმა რუსეთი და ბელორუსი უცხოური ავტომობილების გარეშე დატოვა.
1 აგვისტოდან ამ ქვეყნებში ამერიკული ავტომანქანების ექსპორტი აიკრძალა. 26 სექტემბრიდან კი შეზღუდვები ევროპულ ავტომწარმოებლებსაც შეეხებათ. რაც იმას ნიშნავს, რომ მარშრუტი ლარსის გავლით, რომლითაც სანქცირებული რუსეთი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მანქანებით მარაგდებოდა, გადაკეტილია.
ინტერნეტში უკვე ვრცელდება ვიდეოები, სადაც რუსეთის მოქალაქეები რუსთავის ბაზრობიდან ატყობინებენ ერთმანეთს, რომ საქართველოდან მათთვის სასურველ ავტომობილებს ვეღარ მიიღებენ.