ნუნუ თამაზაშვილის ერთი "ლუქი" ირაკლი ღარიბაშვილის დაახლოებით ერთი წლის ხელფასი ღირს

03.08.23 20:19
ნუნუ თამაზაშვილის ერთი "ლუქი" ირაკლი ღარიბაშვილის დაახლოებით ერთი წლის ხელფასი ღირს

 

 

საქართველოს პრემიერის უმუშევარი ცოლის "ლუქი" - თითქმის 6 ათას ლარიანი ალექსანდრა "რიჩის" კაბა, 25 ათას ლარიანი "კარტიეს " საათი და  5 ათას ლარიანი "დაიმონდ   ტენისის" სამაჯური. ჯამში 36 ათასი ლარი. ნუნუ თამაზაშვილმა მხოლოდ ერთ ღონისძიებაზე მისვლაში დახარჯა, რომ ძვირადღირებული ბრენდული სამოსი ჩაეცვა და  სამკაულები გაეკეთებინა. საიდან აქვს გაჭირვებული ქვეყნის მთავრობის მეთაურის ცოლს ამდენი  ფული?

პირველი ლედი, ნუნუ თამაზაშვილი უმუშევარია.  მის სახელზეა ავტომობილი "რენჯ როვერი", რომელიც ბანკიდან გამოტანილი სესხით იყიდა. ასევე სესხი გამოიტანა ბაკურიანში,  ქმრის ნაჩუქარ ტყეში, სახლის ასაშენებლად. პრემიერის ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 3500 ლარია. ანუ ნუნუ თამაზაშვილის ერთი ლუქი ირაკლი ღარიბაშვილის დაახლოებით ერთი წლის ხელფასი  ღირს.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია პრემიერის ცოლის სამკაულების ღირებულების შესახებ "სტუდია მონიტორმა" გაავრცელა

მსგავსი სიახლეები