შოვში ევაკუაცია გრძელდება - მეწყრის სიმაღლე 2 მეტრს აჭარბებს

03.08.23 20:13
შოვში ევაკუაცია გრძელდება - მეწყრის სიმაღლე 2 მეტრს აჭარბებს

 

 

12 მოქალაქე სტიქიის ეპიცენტრიდან გამოყვანილია, მათგან 5 ბავშვია. რაჭაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ წუთებში მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრშია კურორტი შოვი. 
ვერტმფრენით  დამეწყრილი ზონიდან იქ ჩარჩენილი ხალხის  ევაკუაცია დაიწყო. მეწყერმა ტერიტორია გარე სამყაროს მოწყვიტა. დამსვენებლები იმ მძიმე წუთებს იხსენებენ, როდესაც ძლიერი ქარისა და წვიმის შემდეგ უზარმაზარი მიწის მასა სასტუმროს შენობისკენ დაიძრა.

შოვი მთლიანად ჩაკეტილია და მიუდგომელია მაშველებისთვის. კურორტის შესასვლელიდან იქ გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. წაღებულია ხიდები და გზები. შესაბამისად, სამაშველო ოპერაცია გართულებულია, ამიტომ მეწყერის ეპიცენტრში მყოფი ხალხის დასახმარებლად ვერტმფრენები გაფრინდნენ. სტიქიის ზონაში მყოფი ხალხი ყვება, რომ მიწის ჩამოწოლილი მიწის მასა სიმაღლეში 2 მეტრს აჭარბებდა.

 

ფოტო: საქართველოს ამბები

მსგავსი სიახლეები