ვაკის პარკის საქმის ფიგურანტი "გრინსერვის პლიუსი" შავ სიაში შეყვანის ნაცვლად, ბაზარზე ოპერირებას აგრძელებს

03.08.23 20:41
ვაკის პარკის საქმის ფიგურანტი "გრინსერვის პლიუსი" შავ სიაში შეყვანის ნაცვლად, ბაზარზე ოპერირებას აგრძელებს

 

 

„გრინსერვის პლიუსი“ შავ სიაში არ მოხვდა. კომპანია, რომელსაც ვაკის პარკის საქმეზე პასუხისმგებლობა დააკისრეს, მისი ხელმძღვანელი კი ციხეში გაუშვეს, ბაზარზე ისევ ოპერირებს და მილიონიან ტენდერებს იგებს. 

შესყიდვების სააგენტოში ფიქრობენ, რომ კომპანიისთვის გაფრთხილების მიცემაც საკმარისია და შავ სიაში შეყვანა მიზანშეწონილი არ არის.  

კორუფციის მკვლევარები კი არ გამორიცხავენ, რომ საქმე გვქონდეს მერიასა და „გრინსერვის პლიუს“ შორის გარიგებასთან. თუ კომპანია ვაკის პარკის საქმეზე მერიის მაღალჩინოსნების სავარაუდო დანაშაულზე გაჩუმდება, მაშინ დიდი ფულის კეთებას ისევ გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები