მეწყრის საფრთხე შოვში - რა ვიცით და რა უნდა გაკეთდეს?
რა მოხდა შოვში და რამ გამოიწვია მეწყრული პროცესის წარმოქმნა? - გარემოს დაცვის ექსპერტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი სტიქიური პროცესების.
ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ტურისტულ ზონებში ხშირ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და მშენებლობის ნებართვები არასწორადაა გაცემული.
სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ კიდევ ერთი შეცდომა, რასაც სახელმწიფო უშვებს მაღალმთიან რეგიონებში სამაშველო ჯგუფების არარსებობაა.
არ შეიძლება მდინარეების ჭალაში და ღვარცოფული მდინარეების შენაკადრში შენობების და ნაგებობების ჩადგმა არ შეიძლება. დღეს იქნება თუ ხვალ მდინარე ადიდდება და მეწყერიო ჩამოვა. რაჭა რომ მეწყერსაშიშია აქსიომაა. ასეთ მაღალმთლიანი რეგიონში აუცილებელია სამაშველო ლოკალური ძალების განვითარება და სწორი ინფრასტრუქტურის მოწყობა, იმიტომ, რომ შესაბამისი ვერტმფრენი სწორად და დროზე მიეხმაროს ადამიანებს,“ - განაცხადა თეა გოდოლაძემ.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ზუსტი დასკვნისკენ მოუწოდებს, რათა სახელმწიფომ პრევენციული ღონისძიებების გატარება მოახერხოს.
ეს არის პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება სტაბილიზაცია მოხდეს, თუმცა, შემდგომ განვითარდეს, თუ გაგრძელდა ასეთი ამინდები - წვიმა და მაღალი სიცხეები - ტემპერატურული ცვლადობა უფრო მეტად გამოიოწვევს მეწყრული პრეოცესების განვითარებას. ახლა უნდა მოხდეს სწორი შეფასება - რა მოხდა და ეს უნდა გააკეთოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ. საქართველოს, რაც სჭირდება დღეს, ეს არის ადაპტაციების ღონისზიებების გეგმა - ზუსტი წერტილები უნდა ვიცოდეთ, სად გვაქვს საფრთხეები, შესაბამისად, ზუსტი პრევენციული ღონისძიებები გავაკეთოთ,“ - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.