ადგილობრივებს საკუთარი ძალებით მოუწიათ სტიქიასთან გამკლავება - დიმიტრი ფერაძე
„ადგილობრივებს საკუთარი ძალებით მოუწიათ სტიქიასთან გამკლავება,“ - ეს განცხადება რაჭაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ფერაძემ შოვში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
ფერაძის თქმით, ქვეყანაში საკმარისი ვერტმფრენი არ არის, რომ სამაშველო ოპერაცია დროულად მოხერხდეს.
მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ სამაშველო დახმარება იყო დაგვიანებით. 2-3 საათის დაგვიანებით მოხდა ვერტმფრენების ჩართვა. არის ძალიან ბევრი ბავშვი, 70-ზე ბევრად მეტი ადმაიანი, ჩემი თვალით, რაც ვმნახე, აღელვებულია, შოკში არიან, სჭირედებათ დახმარება, მუშაობენ მაშველები, მაგრამ როგორც იქ მტყოფები აღნიშნავენ, საკმარისი არ არის,“ - ამბობს დიმიტრი ფერაძე.
ფერაძე საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც შესაძლოა სტიქიის შედეგები გაამწვავოს.
მთლიანად რაჭის ტყეები გადაეცა ერთ რუს ოლიგარქ ხიდაშელს და იქ უკონტროლო ჩეხვა მიმდინარეობს, თუ რა ხდება, არავინ იცის. ადგილობრივების უკმაყოფილებაა იმაზე, რომ საკუთარ ტყეში ვერ შედიან და ვერ ნახულობენ რა ხდება იქ. ასეთი ტურისტული ზონა, როგორიც შოვია, პრევენციის მიზნით კვლევები უნდა ტარდებოდეს, სად, რა, როგორ და რა ხდება, არ არის სანიაღვრე არხები, სადრენაჟო სისტემები და შედეგად ეს მივიღეთ. ეს შეიძლება ამით არ დამთავრდეს და უარესი რამ შეგვემთხვას,“ - ამბობს ფერაძე.