ყველა კარგად დაინახავს ივანიშვილის სახეს გიორგი გახარიას უკან - ბოკუჩავა

30.05.21 11:07
ყველა კარგად დაინახავს ივანიშვილის სახეს გიორგი გახარიას უკან - ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია რეალურად ბიძინა ივანიშვილის პროექტია და ამას საზოგადოება მალე დაინახავს. ბოკუჩავას თქმით, სწორედ გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს ყვაოდა კორუფცია და პარტიის პრეზენტაციაზე მისი მხრიდან ამ თემაზე საუბარი ცინიკური იყო.

უკიდურესი ცინიზმია გიორგი გახარიასგან ინსტიტუტების მნიშვნელობაზე საუბარი, ეკონომიკურ განვითარებაზე, კორუფციის და ნეპოტიზმის აღმოფხვრაზე, როცა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ყვაოდა კორუფცია და ნეპოტიზმი, ჩამოინგრა ეკონომიკა და მოხდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის უზურპაცია ივანიშვილის მხრიდან, ამიტომ ყველა კარგად დაინახავს ივანიშვილის სახეს გიორგი გახარიას უკან და არავინ გამოუცხადებს ნდობას გიორგი გახარიას, ვისაც სურს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულება", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები