შოვში, მეწყრულ ზონასთან 18-მეტრიანი სასტუმრო-კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი - მთივლიშვილი

03.08.23 21:43
შოვში, მეწყრულ ზონასთან 18-მეტრიანი სასტუმრო-კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი - მთივლიშვილი

საუბარი არის ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სასტუმრო შოვსა და სასტუმრო რაჭას შორის მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი, - ამ ინფორმაციას ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში“ გელა მთივლიშვილი ადასტურებს.

არაფერი შესწავლილი არ არის სიღრმისეულად, რამდენად სწორი, მართებული და უსაფრთხოა 18-მეტრიანი კორპუსების მშენებლობა. უკვე ვიცით, კომპანიები, ვისაც ნება აქვთ გამოხარტული, რომ ამ ტერიტორიაზე 18-მეტრიანი სასტუმრო-კომპლექსები ააშენონ... ეს სასტუმროები, რაც ახლაა აშენებული, პირდაპირ ჭალაშია გაშენებული, ერთი მხრიდანაც უტევს მდინარე და მეორე მხრიდან შენაკადები,“ - ამბობს გელა მთივლიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები