შოვში, მეწყრულ ზონაში სამაშველო ღონისძიებები მთელ ღამეს გაგრძელდება
სტიქიის ზონაში, სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის 80-მდე ადამიანია ევაკუირებული.
ამ დროისთვის, მაშველებთან ერთად უსაფრთხო ადგილას შეკრებილია დაახლოებით 70-80 ადამიანი. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამაშველო ღონისძიება. შესაბამისი აღჭურვილობით მობილიზებულია, როგორც განათების საშუალება, ასევე, სხვა საჭირო სპეციალური აღჭურვილობა, რაც შეიძლება დასჭირდეთ მეხანძრე-მაშველებს“,- განაცხადა მღებრიშვილმა.
რაჭაში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.