2-3-7 წლის შვილები და მეუღლე ჩარჩა სტიქიის ზონაში, ამ ღამეს ვერ გადაიტანენ! - მამის სულისშემძვრელი მიმართვა

03.08.23 22:13
2-3-7 წლის შვილები და მეუღლე ჩარჩა სტიქიის ზონაში, ამ ღამეს ვერ გადაიტანენ! - მამის სულისშემძვრელი მიმართვა

 

 

"მეუღლე და ბავშვები არიან - 2 წლის, სამის და შვიდის, ნუთუ არ გეცოდებათ," - სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ოჯახის მოძებნას დაკარგული ბავშვების მამა ითხოვს. მოქალაქე ხელისუფლებას "ტვ პირველის" ეთერიდან მიმართავს და ითხოვს ღამე ვერტმფრენებმა სამძებრო სამუშაოები გააგრძელონ.

მეუღლე და სამი შვილი იყო იქ, ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოყვნენ. მივმართავ ყველას, პილოტებს, მაგათ უფროსებს, ღამე ვერტმფრენი გამოყავით, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყონ, გთხოვთ, ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან - 2 წლის, სამის და შვიდის, ნუთუ არ გეცოდებათ, მთელი ოჯახი მანდ არის, არ ვიცი, როგორ არიან,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები