ხანდაზმული მშობლები და ტურისტები სტიქიის ზონაში რჩებიან - მოქალაქე დახმარებას ითხოვს

03.08.23 22:22
ხანდაზმული მშობლები და ტურისტები სტიქიის ზონაში რჩებიან - მოქალაქე დახმარებას ითხოვს

სტიქია შოვში - ერთ-ერთი მოქალაქე მარიტა ბუტაშვილი სტიქიის ზონაში ჩარჩენილ ოჯახის წევრებს ამ დრომდე ეძებს. ოთარ სირაძე "დღის ამბებში" ამბობს, რომ მოქალაქე ოჯახის წევრების გარდა, ეძებს ტურისტებსაც, რომლებიც მის კოტეჯებში ცხოვრობდნენ.

ბოლო ინფორმაციით, ბუტაშვილმა საკუთარი მანქანით გადაწყვეტა იმ ადგილამდე მისვლა, სადაც მშობლები ეგულება. ქალი უკმაყოფილოა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების გამო და ვერტმფრენის ჩართვას ითხოვს.

4-ის ნახევარზე დაიწყო სამ ადგილზე ღვარცოფებმა ჩამოშლა. ერთ-ერთი მოქალაქე ამ დროის შემდეგ თავის შვილებს ვერ პოულობს, ვერ პოულობს ასევე თავის ცოლის დას, რომელიც 2 შვილთან ერთად არის და ასევე 5 ტურისტს, რომელიც მის კოტეჯებში იყვნენ, 10 ადამიანს ვერ პოულობს. ეს კოტეჯები საუბედუროდ წაიღო, ეს არის სანსეტ-შოვის მეორე მხარეს,“ - ამბობს ოთარ სირაძე.

მსგავსი სიახლეები