არ გვყავს ვერტმფრენი, ვცხოვრობთ ღმერთის იმედად, მთავრობის გარეშე - ჩხარტიშვილი

03.08.23 22:32
არ გვყავს ვერტმფრენი, ვცხოვრობთ ღმერთის იმედად, მთავრობის გარეშე - ჩხარტიშვილი

"საქართველოს არ აქვს ამგვარ ვითარებაზე რეაგირების გეგმა, არ ჰყავს ვერტმფრენები სამაშველო, ყველანი ვცხოვრობთ ღმერთის იმედად, მთავრობის გარეშე,“ - ამ განცხადებას ლაშა ჩხარტიშვილი „დღის ამბებში“ აკეთებს.

ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არცერთი სტიქიის შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს არ ატარებს და სპეციალურ აღჭურვილობებს არ ყიდულობს.

საქართველოში არ არის არცერთი სპეციალიზებული არც სახანძრო და არც სამაშველო სამედიცინო ვერტმფრენი და გარდა მეწყრებისა და ღვარცოფებისა, წინ სავარაუდოდ, გველის ტყის ხანძრები, რომლებიც ბოლო წლებში გახშირდა... თუ რამე იყო მძიმე ამ რეალობაში, უფრო დაამძიმა ხელისუფლებამ კორუფიციის გამო, კაპიკს ვერ იმეტებენ რეალურად ადამიანების გადასარჩენად, გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც შეამცირებს ადმიანების დაღუპვის ალბათობას,“ - ამბობს ჩხარტიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები