დრონები სტიქიის ზონაში - საგანგებოს ყოფილი შეფის რჩევა კოლეგებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი დარწმუნებულია, რომ მეხანძრე-მაშვველები სტიქიის ზონაში ყველაფერს აკეთბენ, რომ მოქალაქეების სიცოცხლე გადარჩეს.
როგორც თემურ გიორგაძემ "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამაშველო ვერთმფრენების შეძენა, რომელზეც მოქმედი პრემიერი და შს სამინისტრო წლების წინ საუბრობდა.
ამასთან გიორგაძეს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ჰკითხა, რამდენად ეფექტურია სამაშველო ღონისძიებაში დრონის გამოყენება, რაზეც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით სამსახირს ეს აღჭურვილობა აქვს.
გიორგაძე ამბობს, რომ დრონების ჩართვა სამძბრო ღონისძიებაში ეფექტურია.