ამ ვერტმფრენით ღამე ვერ იმუშავებენ, ეკიპაჟი დაიღუპება - ბესო დონაძე
"ვერტმფრენის ყიდვა პრობლემა არ არის, უბრალოდ ჩვენ გვყავს ძალიან ცუდი ხელისუფლება" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ბესო დონაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 10 წლის განმავლობაში, ხელისუფლებას თითო წელს, რომ თითო ვერტმფრენი შეეძინა, მთელი ქვეყანა მხოლოდ ორი ვერტმფრენის ამარა არ დარჩებოდა.
დღეს რა ვერტმფრენიც არის, ამით ღამე ვერ იმუშავებენ. ეკიპაჟი დაიღუპება და მივიღებთ კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას. დილამდე ვერტმფრენი ვერ აფრინდება. ერთადერთი იმედი არის, რომ მაშველებმა, რომლებსაც ფორმაც კი ნორმალურად არ მიეწოდება, იპოვონ დაკარგულები" - აცხადებს დონაძე.