მამუკა ხაზარაძე: ჩვენ გვყავს კორუმპირებული მთავრობა
"21-ე საუკუნეში, ვერტმფრენის და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია" - "ლელო-საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე შოვში, სტიქიის ზონაში არსებულ უმძიმეს ვითარებას აფასებს.
ხაზარაძე სამაშველო ვერტმფრენებისა და შესაბამისი ტექნიკის არქონის შესახებ საუბრობს და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს:
"უკვე მერამდენედ აღმოვჩნდით უსუსურები, თუნდაც ელემენტარულად მომზადებულები, ასეთი სტიქიური ტრაგედიის დროს! ვუსამძიმრებ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახებს, იმედია დაკარგულ ადამიანებს მივაგნებთ
21-ე საუკუნეში, რთული რელიეფის და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენის და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა!
სანამ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, სულ ამ გაუგებრობაში იქნება ქვეყანაც და საზოგადოებაც…ჩემი მხარდაჭერა მაშველებს!" - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.