დღეს პროკურატურა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სახელმწიფო სისტემაა - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში მილოცვის ტექსტში აღნიშნა, რომ დღეს პროკურატურა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სახელმწიფო სისტემაა.
დღეს საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ევროპული სტანდარტების, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სახელმწიფო სისტემაა. მის თითოეულ თანამშრომელს მაღალი პროფესიონალიზმითა და მიუკერძოებლობით უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში, - აღნიშნავს პრემიერი.