ევაკუაცია გრძელდება - 140 მოქალაქე მეწყრული ზონიდან გამოყვანილია
მეწყერი რაჭაში - სტიქიის ზონიდან ევაკუაცია გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენმა დილით 9 რეისი განახორციელა და, ჯამში, 140 მოქალაქის ევაკუაცია მოხერხდა.
80-ზე მეტი ადამიანი სტიქიის ზონიდან დღეს დილით გამოიყვანეს. ადგილზე ათეულობით მოქალაქე კვლავ რჩება.
50 ადამიანთან დაკავშირება კვლავ ვერ ხერხდება.
რაჭაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დამატებითი ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ამ დროისთვის უცნობია.