მეწყერი რაჭაში - სამძებრო სამუშაოებში კინოლოგთა ჯგუფიც ჩაერთო
მეწყერი რაჭაში - სამძებრო სამუშაოებში კინოლოგთა ჯგუფიც ჩაერთო. კინოლოგები სტიქიის ზონაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
რაჭაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დამატებითი ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ამ დროისთვის უცნობია. 50 ადამიანთან დაკავშირება კვლავ ვერ ხერხდება. სტიქიის ზონიდან ევაკუაცია გრძელდება.