სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

04.08.23 10:19
სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უამინდობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შედეგადაც, ძლიერმა ქარმა ხუთ კორპუსს სახურავი გადახადა.

სხვადასხვა სოფელში დაზიანებულია 40-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი და მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები.

აგილობრივების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანდა გაზსადენი მილი და ელექტროგადამცემი ხაზებიც. ამ დრომდე აბონენტების ნაწილი ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები