კიდევ ორი ცხედარია ნაპოვნი, ვრცელდება ინფორმაცია, კიდევ 3 ცხედრის შესახებ, მათ შორის, ერთი ბავშვია - მთივლიშვილი

04.08.23 10:27
კიდევ ორი ცხედარია ნაპოვნი, ვრცელდება ინფორმაცია, კიდევ 3 ცხედრის შესახებ, მათ შორის, ერთი ბავშვია - მთივლიშვილი

ამ ეტაპზე კიდევ ორი ცხედარია ნაპოვნი, ვრცელდება ინფორმაცია, კიდევ 3 ცხედრის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვია, - ამ ინფორმაციას "მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილი სტიქიის ზონიდან ავრცელებს.

როგორც "მთის ამბების" რედაქტორი ამბობს, ადგილობრივებმა დილით ორი ცხედარი იპოვეს, თუმცა, შსს ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს. 

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვიცით კიდევ რამდენიმე ცხედრის პოვნის შესახებ. რამდენიმე წუთის წინ დავადასტურეთ სულ მცირე 2 ცხედრის პოვნის შესახებ, რომლებიც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, დადასტურებით ვიცით ეს ინფორმაცია. თუმცა, ჩვენ ვესაუბრეთ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარამენტის ხელმძღვანელს, ის არ ადასტურებს ცხედრების პოვნის შესახებ ინფორმაციას. გუშინ იპოვეს 2 ცხედარი, ამ ეტაპზე კიდევ ორია ნაპოვნი, ვრცელდება ინფორმაცია, რომელსაც ჯერ ვერ ვაზუსტებთ, ზუსტად, რომ ვიცოდეთ, რომ კიდევ არის 3 ცხედარი ნანახი, მათ შორის, ერთი ბავშვი... რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთი მამაკაცი უხმობდა მაშველებს, რომ თითქოს კიდევ ერთი ქალის ცხედარია ნაპოვნი,“ - ამბობს გელა მთივლიშვილი.

მსგავსი სიახლეები