სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ, ფაქტობრივად, არაფერი აღარაა - თემურ მღებრიშვილი

04.08.23 10:35
სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ, ფაქტობრივად, არაფერი აღარაა - თემურ მღებრიშვილი

"სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ, ფაქტობრივად, არაფერი აღარაა", - ეს განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გააკეთა.

მღებრიშვილის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, თუმცა მიწის მასის სქელი ფენის გამო მაშველებს გადაადგილება უჭირთ.

სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი აღარაა. არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით იმ ადგილებამდე იმიტომ, ძალიან სქელი ფენაა მიწის მასის და იფლობიან ადამიანები, ჩვენი მეხანძრე მაშველები. სწორედ მაგიტომ ხდება ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და მივიდეთ იქამდე,"- თქვა მღებრიშვილმა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.  

ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები