რაჭაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

04.08.23 10:52
რაჭაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

რაჭაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. დღეს მაშველებმა ადგილობრივებთან ერთად კიდევ 4 ცხედარი იპოვეს.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 35 ადამიანთან კავშირზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, "სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ, ფაქტობრივად, არაფერი აღარაა".