ზუსტად სამი წუთით გავასწარით იმ ხიდს, რომელიც წამოიღო - მეწყრის ზონიდან გამოყვანილი მოქალაქე
"ზუსტად სამი წუთით გავასწარით იმ ხიდს, რომელიც წამოიღო," - სტიქიის ზონიდან გამოყვანილი ერთ-ერთი მოქალაქე მომხდარს იხსენებს. დამეწყრილ ზონაში მოყოლილი დამსვენებლის თქმით, მეწყრის ხმაზე მიხვდნენ, რომ საშინელება ხდებოდა. მისივე თქმით, შოვში ყველა კოტეჯი წაღებულია.
ზუსტად სამი წუთით გავასწარით იმ ხიდს, რომელიც წამოიღო. მეწყერის ხმა იყო, ქვების ერთმანეთთან ჭახუნი, წყლის ნიაღვრის ხმა, ტალახთან ერთად. ხმებით მივხვდი, რომ საშინელება ხდებოდა. ვერტმფრენიდან გადმოვხედე და აღარ არის ის კოტეჯები, ნაძვები, სადაც უამრავი ბავშვი, 3 ან 5 წუთით ადრე ვნახე იქ თამაშობდა უამრავი ბავშვი,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.