კურორტი შოვი აღარ არსებობს, ყველაფერი გადასწორებულია - სტიქიას გადარჩენილი მოქალაქე
"კურორტი შოვი აღარ არსებობს, ყველაფერი გადასწორებულია," - ამ განცხადებას "პირველებთან" სტიქიას გადარჩენილი მოქალაქე აკეთებს.
სტიქიის ზონიდან გამოსვლის შემდეგ, ამბობს, რომ ვერტმფრენიდან დაინახა ის ტერიტორია, სადაც დასასვენებლად იყო ჩასული - ახლა შოვის ტერიტორია მეწყერს სრულად აქვს დაფარული.
ძალიან დიდი ხმაური გავიგონეთ და გამოვიქეცით, მივხვდით, რომ რაღაც ხდებოდა. სანსეტ შოვის გვერდზე ამ ლავამ ჩამოიარა. მივხვდით, რომ ძალიან დიდი უბედურება ხდებოდა იქ, ყველაფერი გადასწორებულია, შოვი აღარ არსებობს კურორტი,“