მოწყვეტილი ვიყავით ყველაფერს, საზღვარზე ვიყავით, ბევრი ადამიანია, რომელთანაც კონტაქტზე ვერ გადიან - მოქალაქე
"ბევრი ადამიანია, რომელთანაც კონტაქტზე ვერ გადიან, დაახლოებით 60-მდე," - ამ ინფორმაციას "პირველებს" ერთ-ერთი მოქალაქე უყვება, რომელმაც სტიქიის ზონა დილით დატოვა. იხსენებს, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების შემდეგ, ის ახლობლებთან ერთად ტყეში შევიდა და საზღვრამდე მივიდა.
ჩვენ ტყეში ვიყავით, ბევრი ადამიანია, რომელთანაც კონტაქტზე ვერ გადიან, დაახლოებით 60-მდე. მეწყერი, სადაც ჩამოწვა 500 მეტრში ვიყავით, რომ ჩამოწვა, მერე უკვე ზემოთ წავედით, რომ შეგვეშინდა დიდი ხმის გამო, მერე უკვე წყალმა წაიღო ყველაფერი. საერთოდ მოწყვეტილი ვიყავით ყველაფერს, საზღვარზე ვიყავით. შოვი წაღებულია, აღარ არის,“ - ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი.