გვესმოდა მთების ხმა, უზარმაზარი გრუხუნის ხმა, გადასწორებულია იქაურობა, დატბორილია - სტიქიას გადარჩენილები
სტიქია რაჭაში - მეწყრული ზონიდან გამოყვანილი მოქალაქეები „პირველებთან“ სტიქიის დღეს იხსენებენ და ამბობენ, რომ პროცესები ძალიან სწრაფად განვითარდა. დამსვენებლების თქმით, ძლიერი ხმა გაიგეს და იეჭვეს, რომ რაღაც ხდებოდა და თავი სხვადასხვა ადგილს შეაფარეს.
სტიქიის ზონიდან გამოყვენილების ინფორმაციით, ძალიან ბევრი ადამიანია დაკარგული და სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
ხმაურით წამოვიდა, გრუხუნით წამოვიდა, უეცრად დაიძრა მთა და ერთიანად წამოვიდა. არ იციან, სად არიან, 140 კაცი ვიყავით ერთად“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
სასწაული ხმა იყო, რომ ჩამოინგრა ეს მდინარე და წყალს მოჰქონდა ყველაფერი, ამას ჩვენი თვალით ვხედავდით, ყველაფერი მტვრის ალში გაეხვია. დაკარგული ძალიან ბევრია, სურათებით ეძებენ, მაგრამ ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
სასწაული ხმა იყო, უცებ მოხდა ეს, გადასწორებულია იქაურობა, დატბორილია. აღარაფერი აღარ არის იქ“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მხოლოდ გვესმოდა მთების ხმა, უზარმაზარი გრუხუნის ხმა იყო. ის ადგილი, რაც ჩვენ მანქანით გამოვიარეთ, საერთოდ ლეშით დაფარულია“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ხმა იყო, რაც ყველაზე ცუდი იყო, სამაშველოც გამოჩნდა მერე, რომ ქვევით წასვლა აკრძალულია," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.