ივანიშვილი-ღარიბაშვილის ნაძირლების ხროვა საქართველოს ბიუჯეტს ყოველდღიურად ძარცვავს - კუპრაძე
"ლელოს" გენერალური მდივანი "ქართულ ოცნებას" ბიუჯეტის ძარცვაში ადანაშაულებს. ირაკლი კუპრაძის თქმით, ქვეყენას სხვა და სხვა ლოკაციაზე ახლა 4-5 სამაშველო ვერტმფრენი მაინც უნდა ჰყავდეს.
ივანიშვილი, ღარიბაშვილი და მისი ხროვა არიან ნაძირლები, რომლებიც ძარცვავენ ყოველდღიურად საქართველოს ბიუჯეტს და ვერავინ დამაჯერებს, რომ საქართველო არის ღარიბი ქვეყანა. პრემიერი, რომელსაც ხელზე ალბათ ყველა თავისი საათი რომ გაუკეთო, რამდენიმე მლნ დოლარს მიუკაკუნებს მისი ღირებულება, ამ ქვეყნის პრემიერზეა საუბარი. უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომ არათუ 1 და 2, არამედ 4-5 ვერტმფრენი უნდა არსებობდეს საქართველოს სხვა და სხვა ლოკაციაზე, - ამბობს კუპრაძე.
რაჭაში ტრაგედია გუშინ დატრიალდა. შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე ამ წუტებში სამაშველო სამსახურები მუშაობენ.