სტიქია შოვში - პრემიერი ონში ჩავიდა
პრემიერი ონში ჩავიდა. ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში მეორე დღეს 12 საათისთვის ჩავიდა. ის ამ წუთებში ონის მერიაში, საგანგებო შტაბში იმყოფება და გუბერნატორსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს ხვდება. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა.