შეიარაღებული თავდასხმა ლილოში - "პირველებმა" ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა
კრიმინალური გარჩევა თბილისში - მოპოვებულია ვიდეომასალა, სადაც ლილოს ბაზრობის მოვაჭერეზე შეირაღებული თავდასხმაა გადაღებული. სათვალთვალო კამრებმა სავარაუდო დამნაშავე ზაკირ ალაზოვი ლილოს ტერიტორიაზე 13 საათსა და 40 წუთზე დააფიქსირა. კადრში ჩანს, რომ შეირაღებული მამაკაცი ჯერ ჩასაფრებას აწყობს, მაღაზიიდან გამოსულ რომან ისაევს ესვრის და ტერიტორიას სირბილით ტოვებს.
ალაზოვი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ქვყენის დატოვებას აპირებდა.
მიყენებული ჭრილობების გამო მოვაჭრის მგდომარეობა კრიტიკულია. ოჯახი მის გადაყვანას თურქეტში გეგმავდა, თუმცა მისი ტრასპორტირების ნებართვა კლინიკამ არ გასცა.
მდგომარეობა მძიმეა, აქვს მძმე დაზიანება თავის ტვინის, ქალას სარქვლის, ქალას ფუძის, სახის ძვლების მოტეხილობა, ჭრილობებიც თავის არეში. ცეცხლსასროლის ტიპის არის ალბათ ჭრლობა. აღენიშნებოდა მძმე თავის ტვინის დაზიანება, რის გამოც გაუკეთდა ოპერაცია და ის პრობლემები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობდა ლიკვიდრებულია, თუმცა მძმე დაზიანებაა და მდგომარეობა მძმედ რჩება, - ამბობს მკურნალი ექიმი.
ლილოს ბაზრობაზე სისხლიანი გარჩევა გუშინ მოხდა. ერთ-ერთი მაღაზიის მოვაჭრეს. რომან ისაევს ტყვია ტავის არეში ესროლეს.ირკვევა, რომ თავდამსხმელი ლილოში ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა და გამყიდველს იარაღის მუქარით საქმის გასარჩევად გაყოლა მოსთხოვა. წინააღმდეგობის შემდეგ კი მამაკაცს, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ცეცხლი გაუხსნა.
მომხდარის მოტივი ამ დრომდე უცნობია.